რატომ მინა?

​​მინა ბუნებრივი და ყველაზე ჯანსაღი შესაფუთი მასალაა. სილა 1500 გრადუსზე დნება და მინის ტარად გადაიქცევა. მინა ბუნებრივი მასალისგან მზადდება, აქედან გამომდინარე მისი უნიკალური მახასიათებლების გამო მინის ჭურჭელი ათასობით წელია კაცობრიობისთვის შეუცვლელია.

ჯანსაღი ტარა ნებისმიერი საკვებისთვის

მურაბა, მარინადი, სოუსი, მაიონეზი, თაფლი, კონსერვირებული ბოსტნეული, ხილის კომპოტი, ხილის წვენი, სასმელები, წყალი, რძე, აირანი... ნებისმიერი საკვები მინის შეფუთვაში უსაფრთხოდ ინახება, რადგანაც მინის ტარა:

  • საკვებს არ უცვლის გემოს, სუნსა და არომატს
  • ახანგრძლივებს საკვების ვარგისიანობის ვადას და უზრუნველყოფს ხანგრძლივად შენახვას
  • მინის ჭურჭელს არ ახასიათებს ქიმიური და მიკრობიოლოგიური ურთიერთზემოქმედება მაში მოთავსებულ პროდუქტთან
  • ალამაზებს საკვებისა და სასმელის მიღების პროცესს
  • არ ატარებს აირსა და ორთქლს, რის გამოც უზრუნველყოფს საკვების სანდო სახით შენახვას
  • არა აქვს სუნი
  • უძლებს მაღალ ტემეპრატურას, ვარგისია ცხელი ჩამოსხმისთვის
  • გამჭვირვალეა, რის გამოც მას სხვა შეფუთვასთან შედარებით უფრო ხშირად იყენებენ
  • ეკოლოგიურად სუფთაა, რეციკლირების მეშვეობით შესაძლებელია მისი მრავალჯერ გამოყენება

მინისგან დამზადებული შესაფუთი მასალა ზრდის ნდობას მასში შენახული პროდუქციის მიმართ, რის გამოც მას ყველაზე მეტად შეეფერება სტატუსი „ჯანსაღი ტარა“.

თუ გსურთ, იხილოთ მინის მომაჯადოებელი სამყარო, ეწვიეთ ჩვენს საიტს „დაუმატე ცხოვრებას მინა“ (Hayata Cam Kat).​